ART Bridges Europe Book Online

We are happy to present the online version of the Book “ART Bridges Europe”, which is collection of the blog posts and pictures created during the trip.

ART Bridges Europe Book Online

The Story behind ART Bridges

20The idea of organizing the project was born at the Nantes Creative Generations forum in 2013.  two teams from Georgia presented their projects at the forum, among other participants from Europe. Workshops organized in frames of the forum were focusing on the development of new project ideas. This is where the first idea to combine the topic about conflicts and using art, as forum theater and photography was born. The main word, on which project has been built was walls : How people create and built visible, as well as invisible walls between each other, and how this walls foster development of conflicts on different levels. Luckily, Jean-Félix and Jérémie of the association Kouakilariv’ from Nantes decided to join the project idea, helping its development even more : Instead of organizing local photo workshops, the French side brought the idea to organize a photo tour around Europe, and explore regions, people, communities on the way from Nantes to Tbilisi.  As Nantes and Tbilisi, together with Saarbrucken are twin cities, the idea was even more widened, and Augenblick e.V joined the project as well. The final project idea has been submitted to NCG award and luckily won the third price. As the project idea was developing, more partners and supporters joined the team, therefore it became realistic to implement the project, which already starts the next days. The idea connected many people from many different places from Nantes to Saarbrucken and Tbilisi.

About the project:

Project Topic: Borders, identities and conflicts existing in the European communities. The project involves 6 photographers from Tbilisi (Georgia), Saarbrücken (Germany) and Nantes (France). In frames of the project a car trip is planned to start in Nantes and go through countries of Europe (see the map above). During the trip the project organizers will meet local organizations, communities and open discussion about the topics of the project. Video projections and exhibitions are planned in all three cities involved in the activity. The photo trip will start in July and will end in the middle of September. Video projections are planned in the beginning of September, the exhibitions will start in October in Nantes and Tbilisi (Saarbrücken in 2015) and will offer to the public to get involved in the discussion about the conflicts, identities and barriers in Europe.

Goals and objectives:

  • Raise awareness about different kinds of former and existing conflicts in our communities
  • Get to know more about the cultural characteristics of the participants
  • Open the discussion in post-conflict areas about the topic: what are the gaps?
  • Reflect on cultural differences and social values existing in different countries and to highlight them in photos taken during the road trip
  • Build art bridges through photography and video
Posted in მშვიდობის მართვის კუთხე, ხელოვნების კუთხე, CDC პროექტები | Leave a comment

კონფლიქტის მართვა და მშვიდობის მშენებლობა – ტრენინგის დღიურები

19-21 დეკემბერი

თაკო ილურიძე

1920609_794717790600629_7314419685589070288_nყველაფერი იმ უცნაური და ძალიან გასახარი წამით დაიწყო, როდესაც თითოეულ ჩვენგანის, 25 მონაწილის ტელეფონზე ზარი გაისმა..ყველამ დახედა ტელეფონს თუმცა ნომერი არავის ეცნო. არ ვიცი, ზოგიერთს, ალბათ, ინტერესის ზღვამ გადაუარა მობილურის აღებამდე, ზოგმა კი შესაძლოა უხალისოდაც უპასუხა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ-მას შემდეგ, რაც ლაპარაკს მორჩნენ ყველას გულები სიხარულით და მოლოდინით აივსო, 3 დღე.. არა, 3 უბედნიერესი, შემეცნებითი და დღევანდელი ნოსტალგიებით აღსავსე დღე გველოდა ბაკურიანში.

19 დეკემბერს დილის 9 საათზე ვიკრიბებოდით და სიმართლე გითხრათ წინა ღამეს თითქმის არ მძინებია. ალბათ, ეს მარტო მე არ დამმართნია.. ჩვენ ხომ მუდმივად ვისწრაფვით რაღაც ახლისკენ, იმისკენ, რაც წინასწარ არავინ ვიცით, როგორი იქნება. ხოდა, აი, გათენდა და წამის მეასედებში ავდექი, გავემზადე და გავემართე ჩვენი „ძმა და მეგობრის“ მაიაკოვსკის ძეგლთან, სადაც უვე ჩემი 23 მეგობარი და 4 დიდებული ტრენერი იკრიბებოდა.
გზა ბაკურიანისკენ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან არც არავის შეუმჩნევია რომ 3 საათი გზაში ვიყავით :დ აა, უი, უკაცრავად, გამომრჩა მეთქვა, რომ ჩვენს ებრაელს (ამ უკანასკნელს უნდა იცნობდეთ!) არ გამორჩენია მშობლიური ბორჯომი და ყველას მოგვიწოდა ფანჯრებში გაგვეხედა და არც ჩვენი გიდობა მორიდებია. ჩავედით.. ყველა ოთახებში გადანაწილდა. ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ სასტუმროს, დარბოდნენ და სიხარულით ამოწმებდნენ ერთმანეთის საძინებლებს. შემდეგ სადილი და აი, დადგა დრო ყველა ერთად შეკრებილიყო „მეოთხეზე“ და უკვე ჩვენი, ყველასთვის საყვარელი პროექტის შესახებ გაეგო მეტი, შემდეგ დაიწყო პირველი დავალება და დადგა დრო, ჩვენ, ოცდაოთხივეს გამოგვეჩინა ერთობა და ისე შეგვესრულებინა დავალება. თუმცა, ბევრი ყვირილი და 5-ჯერ სასტუმროსთვის შემორბენაც დაგვჭირდა, ჩვენ ეს მაინც შევძელით და სასიამოვნოდ გავაკვირვეთ „the” თეო. ნელ-ნელა გრძელდებოდა გაცნობა და ღამე გართობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ დასრულდებოდა! ხოდა, ჩვენც არ გაგვჭირვებია თავი კომფორტულად გვეგრძნო და თავის მხრივ არც ბიჭებს გასჭირვებიათ დილის 05:00 საათი 09:00-ად გამოეცხადებინათ და “Axe”-ის გამოყენებით ყველა ოთახის ბინადარი ტრენინგზე დაებარებინათ.
მეორე დილით, თუმცა წინა ღამის ოხუნჯობის გამო ყველამ დაღლილმა გაიღვიძა ტრენინგზე არავის დაუგვიანია და სიმულაციური თამაშისთვის ყველა მომზადებული იყო. ზოგს უხუცესის როლი შეხვდა, ზოგ ვაჟს ქალიშვილობა მოუწია, ზოგს კი აუტანელი რედაქტორის ატანა (ბოდიში ირაკლი :დ), მაგრამ, საბოლოოდ, ყველამ გაითავისა როლი და სასტუმრო „ნოელში“ ყველაზე დიდი სპექტაკლი გათამაშდა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ თამაშით და შევხვდით პროექტის პარტნიორებს. მეორე დღეც ჩვენდა სამწუხაროდ მალე დამთავრდა და ღამემაც მალე შეგვახსენა თავი. არ მინდა გამომრჩეს რომ ამ 3 დღის განმავლობაში აქტიურად მიმდიონარეობდა „საიდუმლო მეგობრის“ თამაშის პროცესი და ყველა ცდილობდა სხვადასხვა საშუალებით თავი დაემახსოვრებინათ ერთმანეთისთვის.
მესამე დღე, ბოლო სამუშაო დღე იყო და ყველა სენტიმენტალურები გავხდით. დღემ, როგორც ყოველთვის, სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. ყველა ტრენინგი თუმც კონფლიქტს ეხებოდა, მაგრამ ჩვენ იუმორის გარეშე არ შეგვეძლო, ასე რომ, ალბათ ტრენინგებს ამ თემის შესახებ ასეთი მხიარულ და თბილ გარემოში აქამდე არასოდეს ჩაუვლია! (მაპატიეთ, სუბიექტური ვარ, ობიექტური მიზეზების გამო :დ). ნელ-ნელა მოსაღამოვდა და გამოსამშვიდობებელი „ფართის“ დროც დადგა. გამოვლინდა საიდუმლო მეგობრები, შეისვა სადღეგრძელოები, კარაოკე ხან სიმღერის სახით ირთვებოდა და ხან ცეკვის, ყველა მხიარულად და ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ ამ დიდებული პროექტის, უბედნიერესი 3 დღის მონაწილე იყო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ყველა სევდას მოეცვა, რადგან ეს ყველაფერი მთავრდებოდა..
აი, დადგა მეოთხე დილაც და ყველამ დავტოვეთ ჩვენი საყვარელი სასტუმრო. ახლა კი, როდესაც ნამდვილად დამთავრდა ეს ლამაზი დღეები, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო CDC-ს, მის ყველა მონაწილეს და შემქმნელს. თქვენ შეიძინეთ ის, რაც ბევრისთის მართლაც სანატრელია. ჩვენ გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ!

Posted in არაფორმალური განათლების კუთხე, კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხე, მშვიდობის მართვის კუთხე, ტრენინგები, ტრენინგები/სემინარები/კონფერენციები, CDC დღიურები, CDC პროექტები, CDC ღონისძიებები | Leave a comment

კონფლიქტის მართვა და მშვიდობის მშენებლობა – ტრენინგის დღიური

ლიზი ჩადუნელი

მე მოგიყვებით ერთ ამბავს, რომ ჩვენ 28-ნი ჩავრჩით ბაკურიანში, სადაც დაუვიწყარი დრო გავატარეთ 

10413401_777895722282836_417151466058289178_n21 ნოემბერს დილით უნდა გავსულიყავით. იმ ღამეს ვერ დავიძინე, საერთოდ, ასე მემართება ხოლმე როდესაც რაღაცას მოუთმენლად ველოდები. ასე ველოდებოდი ამ ტრენინგსაც (“კონფლიქტის მართვა და მშვიდობის მშენებლობა”). მახსოვს, როგორც კი ვნახე პროექტის აპლიკაცია მაშინვე შევავსე და ყოველდღე ვამოწმებდი მაილს, პასუხი ხომ არ მომწერეს მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ნოემბრის შუა რიცხვებამდე არაფერი იქნებოდა. აი, ერთ დღესაც ვამოწმებ ფოსტას და მხვდება შეტყობინება, რომ სამწუხაროდ მე ვერ მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, ა.შ. და ა.შ, მოკლედ როგორც არის ხოლმე. იმ პატარა ბავშვივით დამწყდა გული მთელი დღე მოუთმენლად რომ ელოდება, როდის დაბრუნდება მამა სამსახურიდან და შოკოლადს მოუტანს, მაგრამ მამა სახლში ხელცარიელი ბრუნდება.

მეორე დღეს (თურმე) ბედნიერი დღე გამითენდა. ბანკში ვიყავი,როდესაც უცხო ნომერმა დარეკა. როგორც აღმოჩნდა პროექტიდან მირეკავდნენ. ჩემთვის საბედნიეროდ(ჩემი ბედნიერება, თურმე სხვის “უბედურებაზე” ყოფილა დამოკიდებული) , რომელიღაც შერჩეულს უარი უთქვამს მონაწილეობის მიღებაზე და მე მთავაზობდნენ ტრენინგზე დასწრებას. ძაღლის ბედი მაქვს მეთქი, გავიფიქრე და ალბათ, საოცარი გამომეტყველება მივიღე, რადგან ჩემი სახის დანახვაზე კონსულტანტის რეაქცია უნდა გენახათ “ხომ ყველაფერი კარგადაა, ქალბატონო”-ო (რომელი ქალბატონი მე მნახა).

რა თქმა უნდა, დავთანხმდი და 9-ს 10წთ აკლდა დანიშნულების ადგილზე რომ გამოვცხადდი მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით. კაციშვილს არ ვიცნობდი. მერე ერთი ნაცნობი დავინახე და უფ, ამოვისუნთქე. იქ მყოფთაგან ერთმა გოგონამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ქერა, ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ნარინჯისფერი პალტო ეცვა და მიღიმოდა. მზეს გავდა.

ნელნელა დანარჩენებიც მოვიდნენ და გავემართეთ ბაკურიანისკენ. გზაში სასიამოვნოდ ვიმგზავრე ჩემს თანამგზავრებთან ერთად (რამდენიმე ქურთუკი,ჩანთა და ფოტოაპარატი საკმაოდ კარგი თანამგზავრები აღმოჩნდნენ!).

და აი, 198კმ-ის გავლის შემდეგ დანიშნულების ადგილამდეც მივედით. სასტუმროს ოთახებშიც გადაგვანაწილეს და დადგა გაცნობის დროც. დაახლოებით 2 საათის შემდეგ გავიფიქრე, ძალიან გამიმართლა ასეთი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, რომ აღმოვჩნდი მეთქი. მრავალფეროვანი ჯგუფი ვიყავით: ჟურნალისტები, იურიდიულისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და მე- “ბავშვი”, “არასრულწლოვანი”,”მცირეწლოვანი”.

ეს 3 დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. მართალია, შუა კამათის დროს არ გავჩერდები და არ დავიწყებ გარჩევას “იცი, რა ჩვენ ახლა ვიმყოფებით კონფლიქტის ესკალაციის V ეტაპზე და ჩვენ ვკარგავთ სახეებს (loss of faces) და თუ კომპრომისზე არ წავალთ, ვერც ერთი ვერ მივაღწევთ მიზანს”, მაგრამ, ვფიქრობ კონფლიქტი, მისი წარმოშობის მიზეზები და თავიდან აცილება, ეს ის თემებია, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს (მაინც, რა იცი რა ხდება და რაში გამოიყენო!).

მეორე დღეს სიმულაციური თამაში უნდა გვეთამაშა და დადგა როლების გადანაწილების დროც. ვიღაც “მატეო ლენტი” უნდა ვყოფილიყავი, კაცად უნდა გარდავქმნილიყავი. ვიფიქრე “ლიზი, შენ ხომ სულ ამაზე ოცნებობდი, ახლა შენი დროა-მეთქი!”.

მეორე დილას ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო. ზოგი ჟურნალისტი იყო, ზოგი სკოლის დირექტორი ან მდივანი, ვიღაც  სოფლის უხუცესი იყო, ვიღაც კიდევ ინტრიგანი სკოლის მასწავლებელი, ზოგიც დამკვირვებელი, ზოგიც გამგებელი. თქვენი თვალით უნდა გენახათ იქ რა ხდებოდა: მე, მატეო ლენტი საპროტესტო აქციას ვმართავდი და ადამიანის უფლებების დაცვას მოვითხოვდი, ჟურნალისტები საინფორმაციო გამოშვებისთვის ამზადებდნენ ინფორმაციას, მოსახლეობა გამგებელსა და უხუცესს ხვდებოდა და ყველა თავის მიზნის  მიღწევას ცდილობდა: მოსყიდული პოლიციელი ვიღაცას ოპიუმს უდებდა და აკავებდა, სკოლის მასწავლებელი ინტრიგებს ხლართავდა და ა.შ. ვერაფერი გაიგეთ ? ხომ გითხარით, იქ უნდა ყოფილიყავით მეთქი! საბედნიეროდ პრობლემა მშვიდობიანი გზით გადავჭერით და ყველა ბედნიერი დარჩა! აბა, ჩვენ რა მშვიდობის მაშენებლები და კონფლიქტის მომგვარებლები ვიქნებოდით ეს საქმე რომ არ მოგვეგვარებინა!

თამაში საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა საინტერესო ტრენინგმა გამოგვაფხიზლა, რომელიც ემპათიას, სხვის კანში შეძრომას შეეხებოდა. ამ კონკრეტულმა ტრენინგმა მასწავლა და მიმახვედრა იმას, რომ როდესაც ვიღაცას რაღაცას საყვედურობ ან ეჩხუბები იმიტომ, რომ რაღაც არ გააკეთა ან დააგვიანა ან რავიცი კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, პირველ რიგში, მის ადგილზე უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი თავი, როდესაც ვერ ასწრებთ რაღაცის გაკეთებას ან სულაც იმიტომ აგვიანებთ სამსახურში, რომ თქვენი საყვარელი ყავის სმას ვერ შეელიეთ, და ყველაფერი მოგვარდება! (ისე, მასწავლებლებისთვისაც რომ ჩაგვეტარებინა ტრენინგი ემპათიაზე, ურიგო არ იქნებოდა).

ეს სამი დღე დატვირთული იყო ბევრი საინტერესო ინფორმაციით, სიმულაციური თამაშებითა და პატარ-პატარა დავალებებით, რომლებიც დამეხმარა უკეთ გამეანალიზებინა  და პრაქტიკაში გამომეყენებინა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა.

ეს სამი დღე სავსე იყო ახალი (უფროსი) მეგობრებით, ახალი ურთიერთობებით და ახალი გამოცდილებით. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  მთელ CDC-ს გუნდსა და ჩემს ახალ მეგობრებს !

Posted in მშვიდობის მართვის კუთხე, CDC დღიურები, CDC პროექტები | Leave a comment

დიდი ნახტომის შეჯიბრება/Big Jump Challenge

10653878_968962909787555_9094702860388754151_nკრეატიული განვითარების ცენტრი ახალგაზრდებს ახალ, ინოვაციურ და საინტერესო პროექტში მონაწილეობას გთავაზობთ. ესაა ,,დიდი ნახტომის შეჯიბრება’’ (Big Jump Challenge), რომელიც  ევროპის მდინარეებში ცურვის  დღესთან დაკავშირებით ხორციელდება და  მხარს უჭერს ახალგაზრდებს, გამოიყენონ კრეატიული მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისთვის. პარტნიორების დახმარებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ აქციამ მიიღო საერთაშორისო შეჯიბრების სახე.

დიდი ნახტომის შეჯიბრება ახალგაზრდული კამპანიაა. კრეატიული განვითარების ცენტრი, როგორც ახალგაზრდული იდეებისა და აქტივობების მხარდამჭერი, თავის თავზე იღებს შეჯიბრების ორგანიზების საქმეს. საამისოდ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები. დაინტერესებულმა პირებმა წლის ბოლომდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ჩამოაყალიბონ გუნდები და შემდეგ უკვე დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რა ფორმით შეუერთდებიან კამპანიას. კრეატიული განვითარების ცენტრი კოორდინირებას გაუწევს თითოეული გუნდის აქტივობას. Continue reading

Posted in იდეების კუთხე, CDC პროექტები | Leave a comment

ხელოვნების ხიდი/ART Bridge

პროექტი “ხელოვნების ხიდი” მიეძღვნა ისეთ თემებს როგორიცაა კონფლიქტები, ბარიერები რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. პროექტში ჩართულები იყვნენ წარმომადგენლები თბილისიდან, საარბრუკენიდან და ნანტიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ  ფოტოგრაფები და ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კონფლიქტების და ინტეგრციის თემატიკაზე. პროქტი მოიცვდა შემდეგ აქტივობებს: ფოტოგრაფები ნანტიდან, თბილისიდან და საარბრუკენიდან მონაწილეობდნენ ავტოტურში ევროპის გარშემო, გადაიღეს ფოტოებს, შეხვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, გამართესდისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტის მონაწილე ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში სამივე ქალაქში მოეწყო ფოტო-გამოფენა და მოგროვებული ფოტო და ვიდეო მასალის   პროექცია. ფოტო ტური დაიწყო 2014 წლის ივლისში და დასრულდა სექტემბრის შუა რიცხვებში.

პროექტის მიზნები:

  •  საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • ჩვენება, თუ როგორ ვითარდება კონფლიქტები სხვადასხვა რეგიონში ნანტიდნ თბილისამდე
  • საზოგადოებრივი დისკუსიისათვის პლატფორმის შექმნა პოსტ კონფლიქტურ თემებში: რა გვყოფს ერთმანეთისგან, რა ბარიერები გვაშორებს ერთმანეთ
  • ვიზუალური ხელოვნების საშუალებით პრობლმატური თემების ასხვა
  • სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის ჩართვა მსგავსი ტიპის დისკუსიებში

Project ART Bridge was dedicated to the topics like Borders, identities and conflicts existing in the European communities. The project involved 6  photographers from Tbilisi (Georgia), Saarbrücken (Germany) and Nantes (France). In frames of the project a car trip started  in Nantes and went  through 19 countries of Europe. During the trip the project organizers met local organizations, communities and open discussion about the topics of the project. Video projections and exhibitions took place in three cities involved in the activity. The photo trip started in July and ended  in the middle of September.

Goals and objectives:

  • Raise awareness about different kinds of former and existing conflicts in our communities
  • Get to know more about the cultural characteristics of the participants
  • Open the discussion in post-conflict areas about the topic: what are the gaps?
  • Reflect on cultural differences and social values existing in different countries and to highlight them in photos taken during the road trip
  • Build art bridges through photography and video

Posted in კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხე, მშვიდობის მართვის კუთხე, ხელოვნების კუთხე, CDC პროექტები, CDC ღონისძიებები | Leave a comment

ფოტო გამოფენა ,,ხელოვნების ხიდი/ART Bridge’’

10749441_10205066638527844_1243252365_n25-26 ოქტომბერს ვაკის მედიათეკაში გამოფენა სახელწოდებით ,,ხელოვნების ხიდი/Art Bridge’’ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტო-ვიდეო მასალა ევროპის 20 ქვეყნიდან და კავკასიიდან, რაც ფრანგმა, გერმანელმა და ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთ თვიანი მოგზაურობის შედეგად მოიპოვეს. გამოფენის, ისევე როგორც მოგზაურობის, მთავარი თემები კონფლიქტები, იდენტობა და ბარიერები იყო.
პროექტი წარმოადგენდა ტრინაციონალურ ინიციატივას და სამ დაძმობილებულ ქალაქს – ნანტს, საარბრუკენსა და თბილისს აერთიანებდა. გამოფენა კრეატიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისობის ფარგლებში გაიმართა. Continue reading

Posted in ხელოვნების კუთხე, CDC ღონისძიებები | Leave a comment

ფოტო გამოფენა “ხელოვნების ხიდი”/ART Bridge Photo Exhibition

affiche Tbilisoba საბოლოო ვარიანტი

25 ოქტომბერს 14:00 საათზე გეპატიჟებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ გამოფენის “ხელოვნების ხიდი” გახსნაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა ევროპის 20 ქვეყნიდან, ასევე კავკასიიდან.
პროექტი წარმოადგენს ტრინაციონალურ ინიციატივას, რომელიც სამ დაძმობილებულ ქალაქს, ნანტს, საარბრუკენსა და თბილისს აერთიანებს.
პროექტის მიზანია შეისწავლოს და საზოგადოებამდე მიიტანოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კონფლიქტები, ბარიერები და იდენტობასთან დაკავშირეული საკითხები, რომელიც ყოფს და ამავე დროს აერთიანებს ქვეყნებს ნანტიდან თბილისამდე.
ამა წლის აგვისტოში განხორციელდა ავტოტური, რომლის ფარგლებშიც 6 ფოტოგრაფი საქართველოდან, საფრნგეთიდან და გერმანიიდან აგროვებდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეო და აუდიო მასალას აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. ფოტოგრაფებმა მოინახულეს 20 ქვეყნის სასაზღვრო დასახლება.
გამოფენა გაიმართება მედიათეკის შენობაში, ვაკის პარკში და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

We are glad to invite you on the opening of Photo Exhibition “ART Bridge” on Tbilisoba, October 25, 14:00. On the exhibition we will present photo/Video material from 20 countries of Europe. Project is a trinational initiative, which unites three twin cities: Tbilisi, Nantes and Saarbrucken. The aim of the project is to explore and present to wider public topics, such as conflicts, bariers and identities, which divide and same time unite countries and societies from Nantes to Tbilisi.
In August 2014 6 photographers from Georgia, Germany and France organized Auto tour and gathered Photo, as well as video and audio materials from border zones of 20 countries. Exhibition will be hosted by Mediathek, which is located in Vake Park. Exhibiton will end on October 26.

Posted in კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხე, CDC პროექტები, CDC ღონისძიებები | Leave a comment

სატრენინგო კურსი: კონფლიქტების მართვა და მშვიდობის მშენებლობა

ტრენინგი ,,კონფლიქტების მართვა  და მშვიდობის მშენებლობა”  კრეატიული განვითარების ცენტრისა და  გერმანული ორგანიზაციის CRISP e.V ინიციატივაა,   რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი ვორკშოპის ჩატარება საქართველოში.

პროექტში მონაწილეობა მოგცემთ შესაძლებლობას მეტი გაიგოთ ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა:

  •  კონფლიქტების მართვის ძირითადი კონცეფციები;
  • კონფლიქტის სტრუქტურა და დინამიკა;
  • კონფლიქტის მართვის არაძალადობრივი მეთოდები;
  • პოლიტიკური მრავალფეროვნება

თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი თუ:

  • ხართ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდა;
  • ხართ საქართველოს მოქალაქე;
  • ხართ დაინტერესებული პროექტის თემატიკით;
  • ხართ დაინტერესებული არაფორმალური განათლების სხვადასხვა მიმართულებებით;
  • მიგაჩნიათ, რომ ხართ აქტიური მოქალაქე და მხარს უჭერთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას!
  • მზად ხართ სამომავლო თანამშრომლობისათვის

პროექტი ჩატარდება დაბა ბაკურიანში. პროექტის ფარგლებში მგზავრობის, კვებისა და განთავსების, ასევე სატრენინგო მასალების ხარჯები სრულად ანაზღაურდება.

პროექტის თარიღები:

  • 21-23 ნოემბერი
  • 19-21 დეკემბერი

თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი თქვენთვის მოსახერხებელი თარიღიდან გამომდინარე. ვორკშოპები არის აბსოლუტურად ანალოგიური, ამიტომ საკმარისია განაცხადის მხოლოდ ერთ ვორკშოპზე წარდგენა.

როგორ:

იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

http://goo.gl/forms/aFiK3WoMLo

დედლაინები განსხვავდება ვორკშოპის თარიღებიდან გამომდინარე:

21-23 ნოემბერი –  დედლაინი 15 ნოემბერი

19-21 დეკემბერი – დედლაინი 10 დეკემბერი

პროექტის მონაწილეებს შეარჩევს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ჟიური.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

teonadalak@gmail.com; 593197219

702px-Auswärtiges_Amt_Logo.svg images logo

Posted in არაფორმალური განათლების კუთხე, ტრენინგები/სემინარები/კონფერენციები | Leave a comment

The 2nd Eastern Partnership Youth Forum – Innovative approaches to foster young people’s employability

Apply for the 2nd Eastern Partnership Youth Forum – a place to discover and create innovative, cross-sectorial approaches towards employability of young people!
The 2nd Eastern Partnership Youth Forum* is organised by the Agency of International Programs for Youth, which is the Latvian National Agency of the Erasmus+ Youth in Action Programme, in cooperation with the European Commission, the Latvian Ministries of Foreign Affairs and of Education and Science and other stakeholders. The 2nd Eastern Partnership Youth Forum is organised in the context of Latvia’s Presidency of the Council of the EU and the Eastern Partnership Platform 4 ‘Contacts between people’. The final results of the Forum will be presented in the 4th Eastern Partnership Summit which will take place in Riga/Latvia in May 2015.

The 2nd Eastern Partnership Youth Forum will showcase and further develop the Eastern Partnership and Erasmus+ Programme countries’ joint youth cooperation. The Forum will provide space to discuss and recommend steps to be taken as regards young people’s employability in this context with a focus on:
– Mobility and partnership programmes (European Union, Council of Europe, United Nations and other programmes);
– Cross-sectorial cooperation;
– Exchange of good practices (innovative ideas);
– Youth policy development.

More specifically, the 2nd Eastern Partnership Youth Forum will:
– Foster sharing of good practices between participants of the Forum in the field of cross-sectorial cooperation;
– Allow for a critical analysis of the above mentioned good practices and explore ways to adapt them to different realities;
– Map challenges the various sectors face and discuss how cross-sectorial cooperation can foster the employability of young people;
– Emphasise the impact of youth work and its relevance for the labour market;
– Raise awareness for quality demands for mobility programmes supporting employability of young people;
– Work on policy recommendations to improve youth employability/employment.

For further information please visit webpage.

Posted in ტრენინგები/სემინარები/კონფერენციები | Leave a comment

საინფორმაციო შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

10708074_10152657637761357_849814985_nკრეატიული განვითარების ცენტრმა ევროპის ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრების ასოციაციასთან თანამშრომლობით საქართველოში ახალგაზრდული ცენტრების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო.  ამ მიზნით, ცენტრი მართავს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, რათა მოხდეს ახალგაზრდობის საჭიროებების შესწავლა და სავარაუდო პარტნიორებთან დაკავშირება, ცენტრების მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით.10707881_10152657637831357_396732086_n

ამასთან დაკავშირებით 17 სექტემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კრეატიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  გააცნეს ცენტრის კონცეფცია და წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა. შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია, რა დროსაც  განიხილეს რეგიონის საჭიროებები ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით, მოხდა გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

Posted in CDC ღონისძიებები | Leave a comment