ჩვენ შესახებ

კრეატიული განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლის 27 თებერვალს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები წარმოადგენენ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ორგანიზაცია გამოირჩევა იმ მახასიათებლებით, რაც დღესდღეობით აკლია ქართულ სამოქალაქო სექტორს: ჩვენ გვსურს მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ჩვენს ბენეფიციარებთან მათთან მუდმივი კომუნიკაციის მეშვეობით. ჩვენი ხედვა ეფუძნება გუნდს, რომელიც მზადაა მიიღოს და წაახალისოს ახალი, კრეატიული იდეები. წლების მანძილზე მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა ჩვენს საზოგადოებაში არსებული საჭიროებები, რასაც ეფუძნება ორგანიზაციის ოთხი ძირითადი მიმართულება.

ეს მიმართულებებია:

  • მშვიდობის მშენებლობა და მართვა

კრეატიული განვითარების ცენტრის გუნდის ხედვა დაფუძნებულია მშვიდობიანი თანაარსებობის იდეაზე. ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები გვაყენებს კონფლიქტური რეალობის წინაშე, რამაც დააყენა საჭიროება მრავალმხრივი სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისა. გამომდინარე აქედან, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროექტზე, რომელიც ემსახურება კულტურათაშორისი და სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერასა და განვითარებას.

  • არაფორმალური განათლება

დღესდღეობით საქართველოში განათლების სისტემა განვითარების პროცესშია. ჩვენ, როგორც ამ პროცესის ნაწილი, ვცდილობთ ინოვაციური მეთოდებისა და იდეების ინტეგრაციას საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ გვსურს, შევცვალოთ განათლების ის სტანდარტიზირებული სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ჩავანაცვლოთ მონაწილეობითი (participatory) განათლების კონცეფციით. კრეატიული განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ნაწილია „ტრენინგების სახლი“, რომელიც მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგ-სემინარებს. ყველა ადამიანის უფლებაა მრავალმხრივი განათლება. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ეს უფლება და შევქმნათ შესაბამისი გარემო საამისოდ.

  • სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა

პიროვნების კარიერული განვითარება რამოდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:

 1624678_10152268045541357_2110072383_n

   ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპების გავლა და იმ ცოდნის მიღება, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი კრეატიული, ინოვაციური იდეების განხორციელებაში. ჩვენი გუნდი მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავსი იდეების განვითარება/განხორციელების პროცესს შემდეგი მიმართულებით:

>> მენტორინგი/კოუჩინგი: ჩვენი მენტორების ჯგუფი დაეხმარება ახალგაზრდებს განსაზღვრონ საკუთარი ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც უმნიშვნელოვანესია მათი იდეებისა და აქტივობების განვითარებისათვის, მათი სამოქალაქო ჩართულობის წახალისებისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა იდეას აქვს განხორციელების უფლება, ყველა პიროვნება და იდეა არის განსაკუთრებული და კრეატიული.

  • სოციალური არტი

სამოქალაქო ჩართულობის ერთ-ერთი ელემენტი თვითგამოხატვაა, თვითგამიხატვის ყველაზე ეფექტური საშუალება კი – ხელოვნება. ჩვენი გუნდი გამოცდილია სხვადასხვა სახის ისეთი სამოქალაქო აქტივობის განხორციელებით, რომელიც ხელოვნების ამათუიმ მიმართულებებს იყენებს, როგორც განათლების და განვითარების ინსტრუმენტს. ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს, გამოფენებს, ვორკშოპებს ხელოვნების თემაზე. ჩვენი პროდუქტი კი ხელოვნების ის ნიმუშებია, რომელიც სოციალურ ჯგუფებს ეხმარება დაამყარონ კომუნიკაცია სხვა ჯგუფებთან და საშუალებას აძლევს მათ მოახდინონ თვითექსპრესია ხელოვნების საშუალებით.

კრეატიული განვითარების ცენტრი აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდებს საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები სპეციალიზებულნი არიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სიმულაციური თამაშები, ფორუმ თეატრი, ხელოვნების მართვა, სამოქალაქო ინიციატივების მართვა.

ქვემოთ ჩამოთვლილია პროექტები, რომლებიც ხორციელდება/განხორციელდება ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით:

  1. მწვანე თბილისი – კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების საშუალებით ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების კუთხით. პროექტი ხორციელდება ასოციაცია MitOst e.V ალუმნების მიერ, ამავე ასოციაციისა და ორგანიზაციის ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვა მხარდაჭერით. (თებერვალი-აპრილი, 2014)
  2. ART Bridge – ფოტო ტური თბილისი-საარბრუკენი-ნანტი, საზოგადოებრივი კონფლიქტები და ბარიერები თბილისიდან ნანტამდე. პროექტში ჩართულები არიან ორგანიზაცია ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვა,   Augenblick (საარბრუკენი), Kouakilariv (ნანტი), GSSUA (თბილისი), პროექტმა გაიმარჯვა Nantes Creative Generations კონკურსში და მიიღო პრიზი 3000 ევროს ოდენობით. (იანვარი-სექტემბერი, 2014)
  3. კონფლიქტი, ოკუპაცია და ადამიანის უფლებები – 2 კვირიანი სატრენინგო კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კონფლიქტის ანალიზისა და მართვისა ინსტიტუტის მხარდაჭერით. (იანვარი-თებერვალი, 2014)
  4. მენტორინგი სტუდენტებისათვის – მენტორთა ტრენინგი ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.  (ივნისი, 2013)
  5. კავკასია, სამი ქვეყანა – ერთი ისტორია – მონაწილეებმა სომხეთიდან, ზერბაიჯანიდან და საქართველოდან შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი კავკასიელი ახალგაზრდების ცხოვრების ყოველდღიურობის შესახებ. პროექტი განხორციელდა ასოციაციის  MitOst და ორგანიზაციის ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვა მხარდაჭერით. (იანვარი-მაისი, 2012)
  6. ასოციაცია MitOst-ის კავკასიელი ალუმნების ყოველწლიური შეხვედრა – ჩვენი გუნდი აქტიურად იყო ჩართული სამი შეხვედრის ორგანიზებაში. (2010-2012)
  7.  ART Days – ART ვორკშოპები დევნილი ბავშვებისათვის. დაფინანსდა  თეოდორ ჰოისის კოლეგიის მიერ. (მარტი-ოქტომბერი, 2011)  
  8. კულტურული ტურები კავკასიაში – ტურები მოეწყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის დასასრულს საქართველოს უნივერსიტეტში   შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. პროექტი დაფინანსდა ასოციაცია  MitOst e.V მიერ. (მაისი-სექტემბერი, 2011)
  9. კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე – კვლევა დევნილთა პრობლემების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოეწყო კვლევის წარდგენა ფოტო გამოფენის, „ომის შვილები“, თანხლებით. პროექტი განხორციელდა  პროგრამის Getting Involved! ფარგლებში. (ივილსი-დეკემბერი, 2009)

 

კრეატიული განვითარების ცენტრის ტრენერებს აქვთ საერთაშორისო ტრენინგებისა და შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება; ჩვენ გვყავს მენტორთა გუნდი, რომლის წევრებიც წლების მანძილზე ეხმარებოდნენ მცირე სამოქალაქო ინიციატივების ავტორებს პროექტების განხორციელებაში კოუჩინგის და კონსულტაციის მეშვეობით; ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც გამოცდილია სიმულაციური თამაშების შექმნასა და ფასილიტაციაში; ჩვენი გვაქვს პარტნიორთა ფართო ქსელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევრაზიის მასშტაბით; ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დიალოგი და ჩართულობა უალტერნატივო ინსტრუმენტია მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის, ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არის ძალა, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან მათ იდეებზე დაფუძნებული  ახალი რეალობა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განვითარებასა და განხორციელებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s