კრეატიული განვითარების ცენტრი შავი ზღვის ნდობის ფონდისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 27-28 მაისს აწყობს კრეათონს: ინკლუზიური პროექტების მართვა.
ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება პროექტების გაინკლუზიურების საკითხებზე. ღონისძიებაზე ვიწვევთ დამსაქმებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტარტაპებს, ფრილანსერებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს მეტი გაიგოს ინკლუზიური პროექტების ორგანიზებისა და შშმ პირების დასაქმების შესახებ.
27 მაისს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ვორკშოპებში ინკლუზიური პროექტების ორგანიზების და მართვის შესახებ, მოუსმინონ მოწვეულ სტუმრებს და იპოვონ თანამოაზრეები.
28 მაისს მონაწილეები იმუშავებენ ინკლუზიურ საპროექტო იდეებზე, ან მათივე პროექტების გაინკლუზიურებაზე, რაშიც მათ კონსულტანტები და ფასილიტატორები დაეხმარებიან.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 მაისი
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ონლაინ განაცხადი: https://goo.gl/forms/xWdEtj70KHhraDdI2