მონაწილეების შერჩევა: ტრენერთა ტრენინგი – ფორუმ თეატრის ფასილიტაცია

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.

პროექტის მთავარი მიზანია გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდობასთან აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით.

ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით  აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:

  • გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
  • დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
  • წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • მულტიპლიკატორების მოსამზადებელი ტრენინგი: ტრენერთა ტრენინგი –  ფორუმ თეატრი
  • 18-21 მაისი გორი
  • 8-11 ივნისი ქუთაისი
  • 15-18 ივნისი ზუგდიდი
  • 22-25 ივნისი ბათუმი
  • განხორციელების ფაზა: ივლისიაგვისტო
  • შემაჯამებელი შეხვედრა: 29-30 სექტემბერი

მონაწილეების პროფილი:

  • ახალგაზრდული მუშაკები, ტრენერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები
  • რომლებიც მუშაობენ გორის, ზუგდიდის, ქუთაისის და ბათუმის ახალგაზრდების გაძლიერებაზე
  • არიან 25-35 წლის
  • გამოთქვამენ მზაობას სრულად ჩაერთონ პროექტში
  • პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მონაწილეებს ახლომდებარე ქალაქებიდან, თუმცა პროექტის ფარგლებში არ მოხდება მათი მგზავრობის თანხის ანაზღაურება

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გორიდან გთხოვთ 5 მაისამდე, ხოლო მონაწილეებმა ქუთაისიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან 20 მაისამდე შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე:

https://goo.gl/forms/zgksbpKWlrtlKZa92

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

595 99 60 30

davidmirvelashvili@hotmail.com

პროექტში მონაწილეობა არის უფასო, პროექტი სრულად ფარავს კვებისა და სატრენინგო მასალების ხარჯებს. პროექტის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

პროექტის ორგანიზატორები 1 ივნისამდე დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორები არიან:

გორი:  ააიპ “დროა”

ქუთაისი: ააიპ “საათი”

ბათუმი: ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის

ზუგდიდი: ტექნოპარკი

10370343_799887433426658_3731234985962045381_n10931432_809903472415394_2292913829121881597_n14446069_1850056275226260_7362468950383011259_n1655907_818117058213778_1949029503_n17793172_10155204320929962_2017941207_nცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s