სტაჟირების პროგრამა – ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრი

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს სტაჟირების პროგრამას ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაეხმარებიან ორგანიზაციას ახალგაზრდული ცენტრის შექმნაში.

ახალგაზრდული ცენტრის შესახებ:

ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრი არის ევროსაბჭოს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შეიქმნას თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება პიროვნულ და კარიერულ წინსვლაში. საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:

  • ფორმალური/არაფორმალური განათლება
  • კარიერული განვითარება და სოციალური მეწარმეობა
  • დამიანის უფლებები, ინკლუზია და თანამონაწილეობა
  • კულტურა და რეკრეაცია

კრეატიული განვითარების ცენტრი, ამჟამად მუშაობს ცენტრის კონცეფციაზე და აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაცია ERYICA- სთან.

აპლიკანტების პროფილი:

  • უმაღლესი განათლების მქონე, ან  სტუდენტი.
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • MS office – სრულყოფილი ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითველბა უპირატესობად)
  • გამოცდილება ახალგაზრდულ საქმიანობაში/არაფორმალურ განათლებაში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ხანგრძლივი თანამშრომლობის მოტივაცია
  • ასაკი: 18 – 29 წელი
  • აპლიკანტმა უნდა შეძლოს ივნისის პირველ ნახევარში თურქეთის ქალაქ ანკარაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება

შერჩევის პროცედურა/ვადები:

კონკურსი შედგება ორ ეტაპად: აპლიკაციების მიღება და გასაუბრება. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი,  ხოლო გასაუბრება ჩატარდება 26-27 იანვარს.  საბოლოო პასუხები ცნობილი გახდება 28 იანვარს.

აპლიკაცია ივსება ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, შევსებული აპლიკაცია და CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე cdcgeo@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

Dmirvelashvili@cdc.org.ge   595996030

Mmamulashvili@cdc.org.ge    551777362

გადმოწერეთ აპლიკაცია: Application form

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s