ტრენინგების სახლი

კრეატიული განვითარების ცენტრთან არსებული

არაფორმალური განათლების სახლი

დღესდღეობით განათლების სისტემა განვითარების პროცესშია. ჩვენ, როგორც ამ პროცესის ნაწილი, ვცდილობთ ინოვაციური მეთოდებისა და იდეების ინტეგრაციას საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ გვსურს, შევცვალოთ განათლების სტანდარტიზირებული სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ჩავანაცვლოთ მონაწილეობითი (participatory) განათლების კონცეფციით. კრეატიული განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ნაწილია „ტრენინგების სახლი“, რომელიც მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგ-სემინარებს. ყველა ადამიანის უფლებაა მრავალმხრივი განათლება. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ეს უფლება და შევქმნათ შესაბამისი გარემო საამისოდ.

ჩვენი ძირითადი თემატური მიმართულებებია:

  • კონფლიქტები და მოლაპარაკებები
  • გუნდის მართვა
  • დროისმართვა
  • დებატები
  • პროექტის მართვა
  • მეცნიერება ჩვენს ენაზე
  • ადამიანის უფლებები
  • მოტივირება
  • მენტორინგი
  • საზოგადოებრივი  ინიციატივების ფორმირება
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • სიმულაციური თამაშები სხვადასხვა თემაზე
  • ტრენერთა ტრენინგი
  • Memory Work
  • მრავალფეროვნება და ინტეგრაცია (Betzavta)

კრეატიული განვითარების ცენტრის ტრენერებს აქვთ საერთაშორისო ტრენინგებისა და შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება; ჩვენ გვყავს მენტორთა გუნდი, რომლებიც წლების მანძილზე ეხმარებოდნენ მცირე სამოქალაქო ინიციატივების ავტორებს პროექტების განხორციელებაში კოუჩინგის და კონსულტაციის მეშვეობით; ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც გამოცდილია სიმულაციური თამაშების შექმნასა და ფასილიტაციაში. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დიალოგი და ჩართულობა უალტერნატივო ინსტრუმენტია მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არის ძალა, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან მათ იდეებზე დაფუძნებული  ახალი რეალობა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s